ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – “თბილისი 2015” საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ოლიმპიადის მზადების პროცესს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
კომისიის სხდომას თბილისის მერი დავით ნარმანია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი დაესწრნენ, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის შესახებ.
ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 წლის ივლისში უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები