დავით უსუფაშვილი: ვამბობ, რომ ჩვენ მაშინ ზედმეტი მოგვივიდა

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურატურასთან მიმართებაში ჩამორთმეული გარკვეული უფლებამოსილება უნდა აღუდგეს, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
“უნდა ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და მოვინანიო ის, რომ მაშინდელი ცვლილებების დროს ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა. ზედმეტი მოგვივიდა, რომ იუსტიციის მინისტრი პრაქტიკულად სრულად განვაიარაღეთ პროკურატურის მიმართ პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელების ბერკეტებისგან. იმ კანონპროექტისთვის მხარი მაქვს დაჭერილი და ვამბობ, რომ ჩვენ მაშინ ზედმეტი მოგვივიდა. მაშინ ზედმეტად დავასუსტეთ იუსტიციის მინისტრი, ეს დაგვანახა პრაქტიკამ და ცხოვრებამ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა იმუშაოს აღნიშნული შეცდომის გამოსასწორებლად.
“ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ სისტემას და იუსტიციის მინისტრი, რომელიც კონსტიტუციურად პასუხისმგებელია ამ უწყებაზე, უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ბერკეტებით, რომ გარკვეული ხარვეზები გამოავლინოს და შეძლოს ზომების მიღება. ეს არის გასასწორებელი. ეს გააუმჯობესებს სისტემის ეფექტურობას”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები