გიორგი ვოლსკის იუმორისტულ გადაცემებში პოლიტიკოსებზე ხუმრობა არ მოსწონს (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ქართულ იუმორისტულ შოუებში ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მიმართ არა მარტო დამამცირებელი, არამედ ისეთი ხუმრობა დაუშვეს, რომელსაც დეზინფორმაციის და პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზანი ჰქონდა.
“ბოლო პერიოდში არა მარტო დამამცირებელი, არამედ ისეთი ხუმრობა დაუშვეს, რომელსაც დეზინფორმაციის და პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზანი ჰქონდა. მე პრეტენზია სატირულ იუმორზე არ მაქვს, მე ვამბობ, რომ სატირულ-იუმორისტული გადაცემები, მათ შორის პოლიტკოსებზე ხუმრობები ძალიან მომწონს, ყურადღებას გამახვილებინებს შენს სუსტ ნაწილებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სატირულ-იუმორისტულ ფარგლებს მნიშვნელოვნად სცილდება და ამაში არაფერი სატირულ-იუმორისტული არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BBtsQ_23Eqc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები