ნოდარ ხადურს “თავისუფალი ზონის” წევრები აქციით დახვდნენ

ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს სასტუმრო “ძველ თბილისთან” “თავისუფალი ზონის” წევრები აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: “ვინ აგებს პასუხს ფასების ზრდაზე”, “პენსია პრემიების ნაცვლად”, “ჩოი ლარი” და ასე შემდეგ…
აქციის მონაწილეების პრეტენზია ფინანსთა მინისტრთან დაკავშირებულია ფასების ზრდასთან და ლარის გაუფასურებასთან.
ნოდარ ხადური სასტუმრო “ძველ თბილისში” სხვა შესასვლელიდან შევიდა და აქციის მონაწილეებს არ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები