თბილისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრა

თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ჩამოვიდნენ. დელეგაციას შეხვედრები დაგეგმილი აქვთ პრემიერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან. ასევე მთავარ პროკურორთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გლდანის ციხეში მისვლაც. დელეგაციის წევრები შეხვდებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და „თვისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრის ბორის სილევიჩის განცხადებით, ვიზიტის მიზანია იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელიც აღებული აქვს საქართველოს.

შეხვედრებზე ყურადღება, ძირითადად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე გამახვილდება.
მისი თქმით, ვიზიტის ბოლოს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.
“ეს მორიგი ვიზიტია, რომლის მიზანიც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგია. ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება, შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციას გავმართავთ, როგორც ყოველთვის, ამ ვიზიტის დროსაც მინისტრებს, პარლამენტის წევრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შევხვდები“,-განუცხადა ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრემა ბორის სილევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები