დღეს საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

დღეს საქართველოს, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში იმ შესაძლებლობებსა და ახალ ვალდებულებებს განიხილავენ, რაც საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული. ბერუჩაშვილმა მედიასთან საუბრისას ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგებიც შეაჯამა.
“დღის წესრიგი არის კონცენტრირებული საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე. პირველ რიგში ეს არის ნატოს პაკეტის ამოქმედება და ყველა იმ ფორმატის გამოყენება, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს. ამის თაობაზე იყო შეხვედრა ბატონ აპატურაისთან, რომელიც ხვალ თბილისში მოემგზავრება. იქნება ინტენსიური შეხვედრები ყველა დონეზე. გაიმართება დეტალური განხილვა იმ შესაძლებლობებისა და ახალი ვალდებულებების შესახებ, რაც აქვს საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორც ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე მზადყოფნა, რაც შეიძლება დროულად განხორციელდეს ყველა შემოთავაზებული ახალი შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები