უკრაინის ახალი მთავრობის სრული შემადგენლობა უკვე ცნობილია – ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა

რადამ უკრაინის მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა. როგორც “რია.რუ” წერს, რადამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილი დაამტკიცა.
მის გარდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში კიდევ 2 უცხოელია. მათ შორის, ლიტველი აივარას აბრამავიჩუსი – ეკონომიკის მინისტრი, ამერიკელი ნატალია იარესკო კი ფინანსთა მინისტრი იქნება.
უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა უკვე დაამტკიცა. უკრაინის ახალი მთავრობა შემდეგი შემადგენლობით იქნება: თავდაცვის მისნიტრი – სტეპან პოლტორაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი – პაველ კლიმკინი, ჯანდაცვის მინისტრი – ალექსანდრე კვიტაშვილი, კულტურის მინისტრი– ვიაჩესლავ კირილენკო, ენერგეტიკის მინისტრი– ვლადიმერ დემჩიშინი, შინაგან საქმეთა მინისტრი – არსენ ავაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი – აივარას აბრომავიჩუსი, ფინანსთა მინისტრი – ნატალია იარესკო. უკრაინის რეგიონალური განვითარების მინისტრის და ამავე დროს ვიცე–პრემიერის პოსტი გენადი ზუბკომ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები