თინა ხიდაშელი: პრეზიდენტი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო
პრეზიდენტმა ნათელი მოჰფინა, რამდენიმე საკითხს, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა რამდენიმე მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დასახელება იყო.
,,პრეზიდენტი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მან ნათელი მოჰფინა, რამდენიმე საკითხს რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა ფუნქციების მატარებელია ის, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ გაიგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შესახებ, რომელიც 15 ივნისს გაიმართება. ეს პოლიტიკური ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, –განაცხადა თინა ხიდაშელმა.