სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, №18 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა

 

   სასჯელაღსრულების №18 (სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო) დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი 1980 წელს დაბადებული მსჯავრდებული ჯ.ი-ა. “ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები