საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება იზრდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 800 ათასი ლარით იზრდება. დაფინანსების ზრდა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტშია ასახული.
2014 წლისათვის მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნება 20 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის საბიუჯეტო პროექტით კი, გათვალისწინებულია 32 მილიონ 500 ათასი ლარი. ბიუჯეტის პარალელურად იზრდება მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავეთა როდენობაც.
აღნიშნულ ზრდას ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში ეკონომიკური საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნით ხსნის. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები