პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ორი კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ლევან ტურაშვილის და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები წარუდგინა.
შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკანომდებლო ორგანოში უკვე გადაიგზავნა.
როგორც პატარაია აღნიშნავს, კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 18 განაცხადი შევიდა, რომელთაგან კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა 3 კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტმა კი 2 კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად 7 დღის ვადაში წარუდგინა პარლამენტს.
პატარაიას თქმით, მათი შერჩევა ღია და გამჭვირვალე პროცედურით განხორციელდა.
“საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო 6 წევრისაგან, რომელთაგან 3 არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, ხოლო 3 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. კანდიდატებს აქვთ შთამბეჭდავი გამოცდილება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და მათ მონაწილეობა მიეღეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტებში”, – განაცხადა პატარაიამ.
წარდგენილი ორი კანდიდატიდან ერთი პარლამენტმა 14 დღეში უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები