რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში პაუზა არ არის

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პაუზა არ არის, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა დაფიქრდე, თუ როგორ იმოქმედო შემდგომში, ყველაფერი გააანალიზო. სიტყვა „პაუზა“ არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომლებშიც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კარასინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველ წარმომადგენლებთან ერთად იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ ააწყონ შემდგომი მუშაობა.
„ახალ წლამდე შეხვედრები ალბათ არ იქნება. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ შემდეგი შეხვედრის თარიღზე დავფიქრდებით“, – აღნიშნა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები