სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლას გია გოგუაძის სახელი მიენიჭა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლას ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, რიგითი გია გოგუაძის სახელი მიენიჭა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას გოგუაძის ოჯახის წევრებთან ერთად, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
რიგითი გოგუაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2011 წლის 18 ივნისს გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები