„უკრაინის ხელისუფლება ზღვარს გადავიდა“

  უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, იანუკოვიჩს ჯერ კიდევ აქვს პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა.
„უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი ხალხის წინააღმდეგ, გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლა დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ეს პროტესტი დაიწყო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ასოცირების ხელმოწერა ევროკავშირთან. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მოხდა ძალადობის გამოყენება. უკრაინის ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან. გუშინაც მე მოვუწოდებდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა – ერთდროულად, თითოეული ადამიანის სიცოცხლე და, ამავე დროს, ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები