“კულტურის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად”

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მზადაა შეხვდეს ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელს და მათთან ერთად განიხილოს თემა, ამის შესახებ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “გვსურს, გამოვეხმაუროთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრთა პროტესტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხმა რამდენიმე თვეა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა და საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამიტომ, უწყება თავს იკავებს საკითხის წინასწარი კომენტირებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები