როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საშუალო ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ნალექის შესუსტებას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში ტემპერატურა 9-დან 3 გრადუსამდე იმერყევებს.
სინოპტიკოსები დღეს თბილისში გამოდარებას პროგნოზირებენ. საშუალო ტემპერატურა 7 გრადუსი იქნება.