თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს დიღმის მასივში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
26 ნოემბერს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის 738 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.