ვალერი ხაბურძანია: თინა ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს აკრიტიკებს. ხაბურძანია ხიდაშელს გიგა ბოკერიას ამსგავსებს.
„ერთგვარ დისკომფორტს კი განვიცდი რომ ამას საჯარო სივრცეში ვავრცელებ, მაგრამ დავრწმუნდი, რომ თინათინ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და პირიქით, ბოკერია ხიდაშელი შარვალში. ევროპის მზაობაა თურმე ომისთვის საჭირო, რომ რუსეთი დაინგრეს და დაიშალოს. ქალბატონო თინა ღმერთმა დამიფაროს ომის პროპაგანდისაგან და თქვენეული დამღუპველი, მაგრამ ტერმინოლოგიურად დატვირთული პოლიტდემაგოგიისაგან, მაგრამ როგორც საერთაშორისო სამართლის თქვენი ფაკულტეტის ლექტორი გთავაზობთ ამერიკელთა საომარ მზაობას წაუჯიკეთ, თეორიულად უფრო ეფექტური უნდა იყოს”, – წერს ხაბურძანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები