ლადო სადღობელაშვილი: სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის პროცესი მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. როგორც სადღობელაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდების „ტვინის გამორეცხვის“ პროცესი მიმდინარეობს. ორგანიზაციის ლიდერი ინიციატივით გამოდის. იგი ითხოვს, რომ ბიბლიოთეკას სახელი გადაერქვას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს.
“ყველამ ყველამ ყველამ!!! SOS SOS SOS!! გადაიზიარეთ გთხოვთ!!! მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას!!! სრული ნონსენსი და ამაზრზენი სანახაობაა როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი, კორუფციასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებული, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, მიტინგებისა და მანიფესტაციების დამრბევი და სხვა ათასი უბედურების მომტანი დიქტატორის სახელობის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა რომელიც შენიღბული ნაციონალური მოძრაობის სამჭედლოა, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვის პროცესი და რომელიც ქცეულა ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ბუდედ.
სამარცხვინოა და ამაზრზენი, როდესაც საქართველოში არ არსებობს საქართველოს დამოუკიდებლობის მომტანი პირველი პრეზიდენტის, დიდი მწიგნობრის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და არსებობს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციაში ბრალდებული,უწიგნური მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა.
განვმეორდებით და ვიტყვით,რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკის არსებობა ზუსტი ანალოგია იმისა,რომ არსებობდეს სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის სახელობის ბიბლიოთეკები. ერმა და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ,რომ სააკაშვილის,ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის არათუ ბიბლიოთეკები არ უნდა არსებობდეს,არამედ მათი ანტიქართული ქმედებები საყოველთაო გაკიცხვის საგნად უნდა იქცეს.
ყოველივე ზემოთთქმულიდან და საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის ნებიდან გამომდინარე მოვითხოვთ სააკაშვილის ბიბლიოთეკისთვის სახელის გადარქმევას,მის დეპოლიტიზაციას, ანდრო ბარნოვის და სააკაშვილის სხვა ხელისბიჭების მოცილებას ახალგაზრდების პოლიტიკური დამუშავების პროცესიდან. ჩვენის აზრით უპრიანი იქნებოდა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის მიგენიჭებიათ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.
P.S.ველით თქვენს გადაწყვეტილებას,წინააღმდეგ შემთხვევაში ვეცდებით ჩვენი ძალისხმევითა და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აღვასრულოთ სამართალი და სააკაშვილის სახელი ისევე გავიტანოთ ბიბლიოთეკიდან,როგორც წინა საუკუნის 80 იანი წლების ბოლოს სტუდენტებმა გაიტანეს საქართველოს უბოროტესი მტრის სერგო ორჯონიკიძის ძეგლი”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები