პრემიერი: სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას (ვიდეო)

 

   ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას, – ასე გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას.
პრემიერი მომხდარს გმობს და აცხადებს, რომ ე.წ ხელშეკრულება მისთვის ძალიან შემაშფოთებელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნაბიჯი გადადგა, გააძლიერა ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მისი ვიზირების შესაბამისად, საქართველოს საგარეო უწყება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს და საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს. „ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება, რომ მათ, როგორც ჩანს, რეალურად არ სურთ პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს არის ცალკე საკითხი. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობებს არ ვეხებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DXO4lxUhR2c&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები