შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს (ვიდეო)

  შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RcD_uS5lO2c” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები