თბილისში ხიდის ქვეშ გაჭედილმა ტრაილერმა მოძრაობა შეაფერხა

თბილისში “ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერი ხიდის ქვეშ გაიჭედა. აღნიშნულის შედეგად მანქანა არ დაზიანებულა და არც მსხვერპლი მოჰყოლია. აღნიშნულმა მოძრაობა შეაფერხა, რომელიც ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის მიერ განმუხტულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები