თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს “თელასის” აბონენტების ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების 448 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები