ნორლანდი: ველით, რომ დავით ბაქრაძესთანაც გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა

  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის დანიშვნაც გამოეხმაურა. როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თვლის, რომ დავით ბაქრაძესთანაც ექნება ისეთივე ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორიც ალექსი პეტრიაშვილთან ჰქონდა.
“გუშინ შევიტყვეთ მისი დანიშვნის შესახებ და ველით, რომ მასთანაც გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა ზუსტად ისე, როგორიც გვქონდა მინისტრ პეტრიაშვილთან. ველით, რომ მასთან გვექნება შეხვედრა მას შემდეგ, რაც ის დაიწყებს ამ თანამდებობაზე მუშაობას”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები