დავით ნარმანია: ევროპისკენ ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ევროპულ არქიტექტურას

  საქართველო ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა და ტოლერანტობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს, რაც გულისხმობს ევროპული ტიპის ქალაქების მშენებლობას.
“მაგრამ ევროპისკენ ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ევროპულ არქიტექტურას, ევროპულ წესრიგს. ეს ნიშნავს ასევე პატივისცემას იმ სხვადასხვა მრწამსის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილს ეწოდოს ტოლერანტობის სკვერი იმისთვის, რომ ეს იყოს ადგილი, სიმბოლო იმისა, თუ რა პატივს სცემს ქართველი ხალხი ყველას მრწამსს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები