დავით უსუფაშვილი ფონდი – “ღია საზოგადოება – საქართველოს” საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფონდი – “ღია საზოგადოება – საქართველოს” 20 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
დავით უსუფაშვილმა მიულოცა სტუმრებს ორგანიზაციის საიუბილეო თარიღი და გაიხსენა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციში მისი მუშაობის წლები და ამ ფონდის მნიშვნელობა სამოქალაქოსაზოგადოების განვითარებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფონდის დამფუძნებელს და მის ყველა თანამშრომელს წლების მანძილზე გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოში მოღვაწეობას.
ფონდი – “ღია საზოგადოება – საქართველოს” ღონისძიებას ქართველ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თავად ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, ჯორჯ სოროსიც ესწრებოდა, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ესტუმრა.