სესიაშვილის რჩევა “ნაციონალებს” – პლაკატზე დაწერონ “ბოდიში“ და ჩაიარონ რუსთაველზე
დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობა“ დღითიდღე კარგავს მხარდამჭერებს, – ასე შეაფასა “კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი სესაიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქცია.
სესიაშვილი თქმით, სირცხვლია, როცა ანექსიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ რამდენიმე ათასს მოქალაქეს მოუყარა თავი. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღევანდელ აქციაზე მოქალაქეების სიმცირე საზოგადოებაში “ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითმა იმიჯმა განაპირობა. “სასათბურე პიროებები შეუქმნეს თავიანთ აქტივისტებს, ფული დახარჯეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ათას მოქალაქეს მოუყარეს თავი. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დღითიდღე კარგავს მომხრეებს. სამარცხვინოა, როცა ანტიანექსიურ აქციას აწყობს და მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ძლივს გამოდის შეკრებაზე. საზოგადოების უმრავლესობამ იცის რას წარმოადგენს ეს პარტია და ისიც აქვს ხალხს გაცნობიერებული, რომ ანექსიის თემატიკა მხოლოდ საბაბი იყო იმისთვის, რომ დღეს აქცია გაემართათ. ასეთი სახის აქციებით, გამოსვლებით “ნაციონალები“ ცდილობენ დემონსტრირებას, რომ ჯერ კიდევ სუნთქავენ და ამომრჩევლებიც ჰყვავთ. მე მათ ვურჩევ თუ უნდათ, რომ ჩამოირეცხონ ის დიდი ლაქები რაც ცხრა წლიანი მმართველობის შედეგად დარჩათ, დიდ პლაკატზე დიდი ასოებით დაწერონ – “ბოდიში“ და ჩაიარონ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც თავის დროზე საკუთარი მოქალაქეების სისხლი დაღვარეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია ლოზუნგით – “არა ანექსიას“ დღეს გაიმართა.