ვინ აფინანსებს “თავისუფალ ზონას და “ნაციონალებს” – გიორგი გაბედავა სიას აქვეყნებს

  ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი გაბედავას მტკიცებით, “თავისუფალი ზონა “ და “ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ, ოფშორულ ზონებში შენახული ფულით ფინანსდება.
გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც მისივე მტკიცებით ჩართულნი არიან ამ სქემაში.
“საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც საზღვრებს გარეთ არიან გაქცეულები და ქართველი ხალხის ფულები ოფშორებში აქვთ გადამალული, იქიდან აფინანსებენ “ნაციონალურ მოძრაობას„ და “თავისუფალ ზონას. ისინი ამას ახორციელებენ იმ პირების მეშვეობით, რომელთა სახელები და გვარები გავასაჯაროვე. მე ეს ინფორმაცია “თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა წევრმა მომაწოდა. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომელთა გამოყენებითაც ფული ერიცხებათ “ნაციონალებს“ და “ზონას“, მომავალში კიდევ დავასახელებ სხვების ვინაობასაც“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი გაბედავა.
გიორგი გაბედავას მიერ დასახელებული პირები, რომლებიც მისი მტკიცებით “თავისუფალი ზონის“ და “ნაციონალურ მოძრაობის“ სასარგებლოდ ფულს ათეთრებენ:  www.facebook.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები