„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.
აქცია რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე ლოზუნგით “არა ანექსიას“ თბილისელებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობაც იმყოფებოდა.
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.