მიხეილ სააკაშვილი: ახლა სასუფევლიდან დაგვყურებს კახა… გუშინწინ ველაპარაკე (ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ვარდების მოედანზე“ შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინიდან მიმართა.
ექსპრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყისში კახა ბენდუქიძესა და მას შორის ბოლოს გამართული საუბრი გაიხსენა.
“გუშინწინ ვესაუბრე კახა ბენდუქიძეს, ის ძალიან ნერვიულობდა მოვიდოდა თუ არა ხალხი ამ მიტინგზე. ახლა კახა “დაგვყურებს“ სასუფევლიდან და მისი გული ხარობს. რასაც ის თესავდა -სინათლე, ღირსება, პატრიოტიზმი ჩვენ უხვად გვაქვს აქ, ის ხარობს, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდაა ჩვენს რიგებში. ის ხარობს, რომ საქართველოს მომავალი აქვს და ამ მომავალში თითოეული ჩვენგანის წვლილია“-აღნიშნა სააკაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dldsbLhhfNs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები