რას ყვება კომაში მყოფი დავით გელეგაშვილის მეუღლე

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მეუღლე ნინო ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ დავით გალეგაშვილს სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.
მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და ის სახლის სადარბაზოსთან სცემეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ ვიცი ზუსტად ჯერ მოხდა ჩაქცევა და შემდეგ არის დავარდნილი თუ დავარდა და შემდეგ ჩაექცა ტვინში სისხლი, შეიძლება შაქრის ვარდნა იყო.
სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. აქედან გამომდინარე, ის ინფორმაცია რაც ვრცელდება იყო ნაცემი სახლის სადარბაზოში ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა ნინო ჩარგეიშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილ წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. არაოფიციალური ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი ნაცემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები