ოთარ დანელია მისი მოადგილის ცემის ფაქტს უარყოფს

   დავით გალეგაშვილს აღენიშნება თავზე დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შემდეგ მიიღო – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც მისი მოადგილე დავით გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
მინისტრის თქმით, ცემის ფაქტი რომ ყოფილიყო საქმე აღიძრებოდა.
მისივე ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი საავადმყოფოში ხუთშაბათს მიიყვანეს.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. საზოგადოებამ მიიღო არასწორი ინფორმაცია, ეს შემთხვევა არ მომხდარა დღეს, მოხდა წუხელ. დავით გალეგაშვილს აღენიშნება თავზე დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შემდეგ მიიღო და სხვა გარემოებაზე საუბარი არ არის, – განაცხადა დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილ წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია.
არაოფიციალური ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი ნაცემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები