შსს დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

   “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და „ვარდების მოედანზე“ მოძრაობა სრულად გადაიკეტება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს განმარტებით, მოძრაობა შეიზღუდება ასევე რუსთაველის გამზირსა და „ვარდების მოედანზე“ გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე; გარდა ამისა, ნაწილობრივ შეზღუდვა შეეხება მოძრაობას თავისუფლების მოედანზე.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში 15 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობის დროს ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, 12:00 საათიდან სრულად გადაიკეტება მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და „ვარდების მოედანზე“, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირსა და „ვარდების მოედანზე“ გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” აქცია ხვალ 16:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები