დავით ზალკანიანი ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ჩინური მხარის ინიციატივით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს იუე ბინს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები, მათ შორის სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ჩინეთის ოფიციალური და განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.