სამინისტრო მუსიკალური მონაცემებით დაჯილდოებულ მოსწავლეებს მატერიალურად დაეხმარება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის 10 მოსწავლე პანსიონში სწავლობს და ცხოვრობს. კულტურის სამინისტრო 2012 წლიდან აფინანსებს კონსერვატორიასთან არსებულ სემინარიას პანსიონის ხარჯით, კულტურის სამინისტრო საქართველოს რეგიონებიდან შერჩეული მუსიკალური მონაცემებით დაჯილდოებული 10 მოსწავლის მატერიალურ მხარდაჭერას 2014 წელსაც აგრძელებს. „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მიზანია, ახალგაზრდების წახალისება, მათ სამომავლო საქმიანობაში წვლილის შეტანა. პროექტი ინიცირებულია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის მიერ.