ადვოკატებმა ალასანიას თანამშრომელთა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განუცხადა.
“ჩვენ მოვითხოვთ გაუქმებულ იქნას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და ალტერნატიული სახით გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. როგორც ცნობილია, დაკავებულ პირებს, თითქმის მთელი სამინისტრო თავდებში უდგება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებას აბარია ქვეყნის უსაფრთხოება, აბარია 5 მილიონი ადამიანის ბედი, სასამართლომ, ჩვენდა გასაკვირად, არ ანდო 5 ადამიანი”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები