ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტს არანაირ უფლებებს არ ართმევენ

„პრეზიდენტს არანაირ უფლებებს არ ართმევენ, უბრალოდ მრავალი კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა“, – ამის შესახებ პრემიერმა „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
„არავინ არავის არაფერს ართმევს. ჩვენ ბევრი კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ. დღეს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ეს ფუნქცია მთლიანად მთავრობას გადაეცა. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია. მას აქვს თავისი უფლებამოვალეობები, მაგალითად, ვეტო-ს უფლება, რომელიც წელს პირველად გამოიყენა. ვიცი, რომ ერთი წლის წინაც აპირებდა ვეტოს გამოყენებას, მაგრამ მაშინ გადაიფიქრა, – ალბათ, დარწმუნდა, რომ ამის გაკეთება არ იყო საჭირო. პარლამენტს თავისი უფლებები აქვს. ის ნოტარიუსის ფუნქციას აღარ ასრულებს, მიმდინარეობს ცხარე დებატები. მე ამას არ ვეწინააღმდეგები და არც შევეწინააღმდეგები, სანამ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ასეც ვიქნებით, სანამ ხელისუფლებაში ვართ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიას. ჩვენმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად დემოკრატია მოიპოვა, – ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები