ახალაიას, მელნიკოვის და ალანიას საქმეზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძისა და გერონტი ალანიას საქმის არსებითი განხილვა განახლდება. პროცესზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია კუდის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად თანამდებობრივი უფლებმოსილების გადამეტებაშია ბრალდებული.  გამოძიება ახალაიას პოლიციელების ცემასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.„დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძის და გერონტი ალანიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად ბრალდების მოწმეები იკითხებიან. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ბრალდების მხარე ამოწურავს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაცვის მხარე დაიწყებს მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევას“,- განაცხადა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები