ვალეს საბაჟოზე ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

  საბაჟო – გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟეებმა თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქის ა.რ.-ის კუთვნილ ხელბარგში 30 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი „Clonazepam“-ი, ხოლო საქართველოს მოქალაქის ა. ნ.-ის კუთვნილ ხელბარგში კი 160 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი „Phenoborbital“-ი იპოვეს. ორივე საქმე რეაგირებისათვის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები