მარნეულში დააკავეს 21 წლის დედა, რომელიც მცირეწლოვან შვილებზე სისტემატურად ძალადობდა – შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები