“ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა – წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სანქციების დარღვევის მტკიცებულებათა არარსებობის გამო ევროკომისიის მხრიდან ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება ასეთ დროს ბოდიშის მოხდას გულისხმობს. მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა”, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი არც ამ შემთხვევაში მოიხდის ბოდიშს.

“მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა.

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 24 თებერვალს განაცხადა: “ევროკავშირის მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც”.

მოგვიანებით, ევროკომიამ 9 მარტს განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია – “სანქციების დარღვევის მტკიცებულებების არარსებობის გამო, ევროკომისიამ ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები