კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანი საამიროების სამხედროების განთავსების შენობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანმა ბაჰრეინში, კატარის საზღვაო ძალების განთავსების შენობებს შეუტია, თუმცა არავინ დაშავებულა.

“კატარი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ბაჰრეინის დაძმობილებული სამეფოს სხვადასხვა რაიონში მდებარე შენობებზე, რომლებშიც განთავსებული იყო კატარის საზღვაო ფლოტის სამხედრო ნაწილები, ეს უკანასკნელი კი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამხედრო სარდლობის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრის ნაწილია“, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები