ლევან მახაშვილი – ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: ეს არის საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია – ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა
“ეს არის საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია. ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები პირდაპირ მოუწოდებენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ საქართველო ამოიღონ მიზანში.
“ეს არის საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია. ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა, ეს ადამიანი პირდაპირ უნიშნავს იმ სუსტ წერტილებს, სადაც უნდა მიიტანონ იერიში სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რა ჰქვია ამას თუ არა ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯები. ამათი სურვილია, რომ ქვეყანა ჩაერთოს ომში და კონფლიქტში. ერთი სული აქვს, რომელიმე დრონი აქ ჩამოვარდეს და რომელიმე სკოლას დაეცეს თავზე, რომ უფრო აგრესიულად მოუწიოს საქართველოს ომში ჩართვა. ეს ადამიანები პირდაპირ მოუწოდებენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ საქართველო ამოიღონ მიზანში”, – აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა: “ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს”.