სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს უმასპინძლა.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა-კალენდრის ფარგლებში განხორციელდა.

“სტუმრებმა სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებისგან სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის და სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელების ვიზიტები საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანს საჯარო უწყებებს შორის საქმიანობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები