საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას
საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია:
საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა
რეგიონებში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაცია
თეატრების გააქტიურება და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება
მაყურებლის ჩართულობისა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ფესტივალი უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე: მატერიალური სახით – ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ელექტრონულად – info@culture.gov.ge
განაცხადები მიიღება 2 აპრილის ჩათვლით.
ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ https://culture.gov.ge/…/kulturis-saministro-regionuli…