საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ეწვივნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ეწვივნენ.
“მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ დანაყოფების საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ და სიმულაციურ აქტივობებში”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.