თბილისის მერია: თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება

Screenshot

ბოლო ორი დღის განმავლობაში, უხვი ნალექის გამო,თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგსუწევენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, რაიონების გამგებლები და შესაბამისი სამსახურების უფროსები.

„26 თებერვლის საღამოდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზები თოვლისგან სპეცმანქანებით უწყვეტ რეჟიმში იწმინდება, ხდება გარე განათების, ელექტროენერგიის დაზიანებული ქსელის, კაბელების აღდგენა, თოვლისგან მოტეხილი ხეებისა და ტოტების დამუშავება-გატანა. სრულად მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, „თბილსერვის ჯგუფი“, „ეკოსერვის ჯგუფი“, რაიონული გამგეობები“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები