გარემოს ეროვნულ სააგენტოში საერთაშორისო პროექტების ექსპერტი დელია არნოლდი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

Screenshot

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძესთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ავსტრიის ეროვნული გეოლოგიური, გეოფიზიკური, კლიმატოლოგიური და მეტეოროლოგიური სამსახურის GeoSphere Austria წარმომადგენელს, საერთაშორისო პროექტების ექსპერტს დელია არნოლდ არიასს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმასაერთაშორისო ექსპერტს სააგენტოში მიმდინარე დასამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

“ვიზიტის მიზანს სააგენტოსა და GeoSphere Austria-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის საჭირო საკითხების შემუშავება და მემორანდუმის პროექტის მომზადება წარმოადგენდა. აღნიშნული თანამშრომლობა უწყებებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის დარგების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონალური ოფისი, ფოთის აეროლოგიური სადგური და ქუთაისის მეტეოროლოგიური რადარი მოინახულა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები