მარიამ ლაშხი – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია. 2007 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირი იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, ამის ფონზე „იმედს“ არ შეუწყვეტია თავისუფალი სიტყვის, სიმართლის მიწოდება ჩვენი ხალხისათვის და მსგავსი ტიპის გაუფასურებული ინსტრუმენტი, რაც ე.წ. სანქციები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩერდეს”, – განაცხადა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები