ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში, დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს
მათ გადაწყვეტილი აქვთ, დიფ სთეითის ბინძურ სცენარს მიჰყვნენ. გრძნობენ, რომ ისინი წარმავალი არიან. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს, რასაც მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კირცხალია გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის თემას.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ზოგიერთი ელჩის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხება.
„აქედან გამომდინარე ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ძალაუფლება, რომელიც დღეს აქვთ მაქსიმალურად დესტრუქციულად გამოიყენონ. ამაზე მეტი არადემოკრატიულობა, თავხედობა რა შეიძლება გააკეთო. ევროკავშირის ელჩი და ა.შ. გამოდიან და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ დიახ, სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს, უნდა დაინგრეს თქვენი ეკონომიკა, რადგან ჩვენ ასე გვინდაო. ამ ნანგრევებში უნდათ რომ მოჰყვეს ჩვენი ქვეყანა. არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ ამ ყველაფერს, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით“, – აღნიშნა კირცხალიამ.